ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით. მიმდინარე ეტაპზე უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: 

  • თეოლოგია (ბაკალავრიატი)
  • ქრისტიანული ფილოსოფია (მაგისტრატურა)
  • ქრისტიანული ფსიქოლოგია (მაგისტრატურა)
  • ქრისტიანული ფილოსოფია (დოქტორანტურა) 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ღრმა, საფუძვლიანი და ფართო სპექტრის მქონე უმაღლესი განათლება, რაც მათი პროფესიული წინსვლის წინაპირობა და მთავარი გარანტი იქნება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.