დარეჯან (დოდო) ლაბუჩიძე

ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1977 წელს კი, ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა.

1977-1984 წლებში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის განყოფილების მთარგმნელი.

1985-1999 წლებში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ 2006 წლამდე კი, მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2009 წწ. იყო იმავე ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგის მოადგილე.

1991-2002 წლებში. იყო თბილისის პოლიტოლოგიისა და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტის პედაგოგი. 2000-2002 წლებში კი, მუშაობდა პედაგოგად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა. 2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგე.

1999 წლიდან დღემდე არის საქართელოში ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტის წევრი. 2007 წლიდან არის სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“ ერთ-ერთი რედაქტორი.

2013 წელს პროფ. დოდო ლაბუჩიძე საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრომ ფრანგულ ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რაინდის ორდენით (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დააჯილდოვა.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

დოდო ლაბუჩიძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: სოციალური ფილოსოფია, ფილოსოფიური ტექსტის თარგმანის თავისებურებანი, სოციალური თეორიები, პოლიტიკური აზროვნების ისტორია.

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

სტატიები:

  • „დავით ბატონიშვილი - ემიგრაციაში ქართული კულტურის ამაგდარი მოღვაწე“, იხ. „ქართული ემიგრაცია“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რედაქტორ-შემდგენელი ო. ჯანელიძე, თბილისი, 2013 წ., გვ.35-40.
  • „მონტესკიე - კანონი დასავლეთსა და აღმოსავლეთში, (შარლ ლუი მონტესკიეს სამართლის ბუნებითი წინაპირობების შესახებ)“, იხ.: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინარული კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თენგიზ ირემაძე და გურამ თევზაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2012 წ., გვ. 76-88.
  • „აღზრდის პრობლემა აღორძინებისა და განმანათლებლობის ეპოქათა ფრანგი ფილოსოფოსების მოღვაწეობაში“ (ჟურნალი Scripta Manent, 1 (2012), გამომცემლობა „ღია დიპლომატიის ასოციაცია“, თბილისი, გვ. 44-48.
  • „Le discours philosophique dans le cadre de la communication minterlinguistique et interculturelle“, იხ.: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2011, გვ. 122-123.
  • „Les particularités du discours philosophique“ // Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt, Publishing House „Nekeri“, Tbilisi, 2011, p. 371-381.
  • „გრიგოლ რობაქიძე და ფრანგული სიმბოლიზმი“, იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, თბილისი, 2011, გვ. 77-91.
  • „ენისადმი ჰოლისტური მიდგომის პრინციპი თარგმნის პროცესში“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #3, თბილისი, 2011, გვ. 52-57.
  • „ქართული ზმნის სპეციფიკა და თარგმანის ადეკვატურობა“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #2, თბილისი, 2011, გვ. 69-71.
  • „ფრანგი ფილოსოფოსები აღზრდისა და განათლების შესახებ“, იხ.: გორის სასწავლო უნივერსიტეტი. მესამე საერთაშორისო კონფერენცია - „განათლება და განვითარება“, გორი, 2010, გვ. 400-404.
  • „გლობალიზაცია, იდენტობა, კულტურა“, იხ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომები. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, #2, თბილისი, 2010, გვ. 26-29.
  • „მერაბ მამარდაშვილი - ფილოსოფოსი, დემოკრატი, მოქალაქე“, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი: თ. ირემაძე, თბილისი, 2011, გვ. 24-36.
  • „დემოკრატიის საფუძველმდებარე პრინციპები: ხელისუფლების განაწილება – მმართველობის დეცენტრალიზაცია – ფედერალური კონსტიტუციონალიზმი“, იხ.: ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, 2011, გვ. 20-21.
  • „ფრანგი განმანათლებლები თავისუფლების შესახებ (შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო)“, იხ.: რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ, თბილისი, 2011, გვ. 11-35.
  • „წინადადების სინტაქსური ფუნქცია - გრამატიკული ტრანსფორმაციის ფაქტორი“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #4, თბილისი, 2010, გვ. 59-64.
  • „ევროპეიზმის“ გავლენა XVIII-XIX საუკუნეების ქართულ საერო და სასულიერო აზროვნებაზე“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #3, თბილისი, 2010, გვ. 56-67.
  • „უცხო სიტყვები და შესიტყვებები ქართულ თარგმანში“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #2, თბილისი, 2010, გვ. 63-69.
  • „არტიკლის სემანტიკური მნიშვნელობა და მისი რეფერენცია“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #1, თბილისი, 2010, გვ. 52-60.
  • „Le texte philosophique dans le cadre de la typologie de la traduction“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #3, თბილისი, 2009, გვ. 51-59 (ფრანგულ ენაზე).
  • „Les difficultés linguistiques de la traduction des textes philosophiques français en géorgien“, იხ.: ჟურნალი „Scripta Manent“, #2, თბილისი, 2009, გვ. 60-68 (ფრანგულ ენაზე).
  • „საზოგადოებრივი ხელშეკრულების რუსოსეული კონცეფცია“, იხ.: ფილოსოფია - დიალექტიკა - ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2008, გვ. 146-152.
  • „თავისუფლება და თანასწორობა – საზოგადოებრივი ხელშეკრულების მიზანი“, იხ.: ფილოსოფია - სოციოლოგია - პოლიტოლოგია, თბილისი, 2007, გვ. 37-40.
  • „მთარგმნელობითი მოღვაწეობის წვლილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ჭრილში“, იხ.: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, კულტურა. პრობლემები და პერსპექტივები (საიუბილეო კრებული მიძღვნილი გურამ თევზაძის 75 წლისთავისადმი), თბილისი, 2007, გვ. 455-467.
  • „ნიცშეს ნაშრომთა ქართველი მთარგმნელები და თარგმანები“, იხ.: ნიცშე საქართველოში. თამაზ ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2007, გვ. 28-33.
  • „ფრანგული არტიკლი და მისი სემანტიკური ეკვივალენტები ფილოსოფიური ტექსტის ქართულ თარგმანში“, იხ.: „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, #1, თბილისი, 2005, გვ. 169-175.
  • „სინონიმიის პრობლემა ფილოსოფიური ტექსტის ფრანგულიდან ქართულად თარგმნისას“, იხ.: „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, #1-2, თბილისი, 2004, გვ. 138-143.
  • „პოლისემიის პრობლემა ფილოსოფიური ტექსტი ფრანგულიდან ქართულად თარგმნისას“, იხ.: „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, #1-2, თბილისი, 2003, გვ. 216-220.
  • „ჟ. ჟ. რუსოს პოლიტიკური შეხედულებები“, იხ.: „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, #1-2, თბილისი, 1999, გვ. 29-36.
    „ფრანგული ფილოსოფიური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიისათვის“, იხ.: ფილოსოფიური ძიებანი, თბილისი, 1998, გვ. 83-92.
  • „ფილოსოფიური ტექსტის ჟანრობრივი და ენობრივი სპეციფიკა“, იხ.: „მაცნე“.ფილოსოფიის სერია, #2, თბილისი, 1998, გვ. 42-50.

ბროშურები:

  • ვოლტერი, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2005.
  • ნიკო ჭავჭავაძე, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2004.
  • რუსო, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2003.
  • დიურკემი, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2003.
  • მონტესკიე, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2003.
  • მონტენი, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2003.
  • დეკარტი, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2003.
  • მამარდაშვილი, გამომცემლობა „სანი“, თბილისი, 2003.

თარგმანები:

  • ბერნჰარდ ვალდენფელსი, გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა, თბილისი, 2013, გამომცემლობა “ნეკერი“,
  • ემილ დიურკემი, სოციალური შრომის დანაწილება, თბილისი, 2012, გამომცემლობა Carpe diem, წიგნი გამოიცა საფრანგეთის საელჩოს, წიგნის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით.
  • მიშელ ფუკო, Stulfitera Navis (ფრაგმენტი წიგნიდან შეშლილობის ისტორია კლასიკურ ეპოქაში), დაიბეჭდა კრებულში: "შემეცნება და ზნეობა" (რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, თამარ ცხადაძე, გიორგი ხეოშვილი), გამომცემლობა "ნეკერი", თბილისი, 2012 წელი.
  • ალექსის დე ტოკვილი, „დემოკრატია ამერიკაში“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2011.
  • მერაბ მამარდაშვილი, „ცნობიერების ტოპოლოგია“ [მეორე ნაწილი - „მამარდაშვილის ფრანგული არქივიდან“], გამომცემლობა ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2011.
  • რენე დეკარტი, „მსჯელობა მეთოდის შესახებ“. „მეტაფიზიკური მედიტაციები“, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2010 (მეორე გამოცემა. თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა, შენიშვნები).
  • ჟან ჟაკ რუსო, „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ“, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2009 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა).
  • ანრი ბერგსონი, „ცნობიერება და სიცოცხლე“, გამომცემლობა „არხე“, თბილისი, 2007 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა).
  • მორის მერლო-პონტი, „თვალი და გონება“, გამომცემლობა „აგორა“, თბილისი, 2007 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა).
  • ამინ მაალუფი, „დამღუპველი იდენტობები“, გამომცემლობა „იმპრესი“, თბილისი, 2007 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა).
  • ემილ დიურკემი, „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“, გამომცემლობა „იოანე პეტრიწი“, თბილისი, 2004 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა).
  • მიშელ ფუკო, „სიტყვები და საგნები“, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2004 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა, შენიშვნები).
  • ემილ დიურკემი, „სოციოლოგიის მეთოდის წესები“, გამომცემლობა „იოანე პეტრიწი“, თბილისი, 2001 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვა, შენიშვნები).
  • რენე დეკარტი, „მსჯელობა მეთოდის შესახებ“. „მეტაფიზიკური მედიტაციები“, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2001 (თარგმანი ფრანგულიდან, წინასიტყვაობა შენიშვნები).
  • მიშელ მონტენი, „მშვენიერი ბრძნული მსჯელობები“ (ფრაგმენტები მ. მონტენის „ესეები“-დან), გამომცემლობა „ლომისი“, თბილისი, 1999 (თარგმანი ფრანგულიდან ქართულად, ბოლოსიტყვა, შენიშვნები).
  • ჟაკ ჟაკ რუსო, „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, გამომცემელი: „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, თბილისი, 1997 (თარგმანი ფრანგულიდან ქართულად, შენიშვნები).
  • შარლ ლუი მონტესკიე, „კანონთა გონი“, გამომცემელი: „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, თბილისი, 1994 (თარგმანი ფრანგულიდან ქართულად, შენიშვნები).