კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი არქივი

წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მთავარ სამეცნიერო-სტრუქტურულ ერთეულს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ფორმირებასა და განვითარებას. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიზნები და ამოცანებია:

 

  • ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის დაცვა და მისი გადაცემა შემდეგი თაობებისთვის;
  • კავკასიის რეგიონში არსებული მდიდარი თეორიული მემკვიდრეობის საფუძვლიანი შესწავლა და ამ მიმართულებით საქართველოში არსბული სამეცნიერო-კვლევითი დონის გაუმჯობესება;
  • თანამედროვე გლობალურ სამყაროში ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტრადიციის რეაქტუალიზება;
  • ქრისტიანული ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების განხრით ახალი სასწავლო-საკვლევი მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • არქივში წარმოებული კვლევის შედეგების დანერგვა სასწავლო პროცესში;
  • ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების კუთხით წარმატებული კვლევებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა;
  • ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველების სფეროში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება და შესაბამისი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

 

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებსა და პერიოდულ გამოცემებს, ატარებს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებულ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო-კვლევით ცენტრებთან.

 

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორია ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე.