სიახლეები

2016 წლის 18 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი დამიან უამპლერი. ბატონ ატაშეს ახლდა ასევე აშშ-ს საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი თამარ რთველიაშვილი.

18.02.2016

2016 წლის 12-13 თებერვალს, სორბონის უნივერსიტეტში (პარიზში/საფრანგეთი), გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - თეოლოგიის საწყისები და მიზეზთა წიგნი V-XVII საუკუნეებში“, რომელზეც მიწვეული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე.

15.02.2016

2015 წლის 26 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილმა და ასოც. პროფ. გიორგი თავაძემ წაიკითხეს მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოზნანი, პოლონეთი) ფილოსოფიის ინსტიტუტში.

27.11.2015

2015 წლის 3 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (საქართველოს საპატრიარქო), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თავისუფლების იდეა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში“.

 

 

04.09.2015

2015 წლის 20 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით,  გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“.

21.03.2015

2014 წლის 28-29 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში".

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

30.11.2014

2013 წლის 16 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მოწვევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციაში „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“.

18.11.2013