სიახლეები

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

თქვენი განსაკუთრებული მზრუნველობა საქართველოში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისათვის უდიდესი სტიმულია ჩვენი უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლისათვის.

დაე, დიდხანს ყოფილიყავით სრულიად საქართველოს მწყემსმთავარი და მისი სულიერი წინამძღოლი!

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

ღრმა მოწიწებითა და დიდი სიყვარულით,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლები

04.01.2017

2016 წლის 7 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. მათ პრეზენტაცია გამართეს იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებსაც აშშ-ს მთავრობა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. 

08.12.2016

2016 წლის 29 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

30.11.2016

2016 წლის 19 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, მუდმივმოქმედი სემინარის „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ ფარგლებში, გაიმართა პროფ. ლალი ზაქარაძის მოხსენება თემაზე: „განათლება და ტოლერანტობა“.

19.11.2016

2016 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

25.09.2016

2016 წლის 15 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა ასოც. პროფესორის გიორგი ხუროშვილის მოხსენება თემაზე: „ადრექრისტიანული აზროვნება და მისი როლი ორგანიზებული რელიგიის ფორმირების პროცესში“.

16.08.2016

2016 წლის 22 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა იორკის (კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, რელიგიათმცოდნეს, ბატონ როლანდ შაინიძეს და კანადის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს კომუნიკაციის მენეჯერს, ბატონ რიჩარდ მატონს.

22.07.2016

2016 წლის 18 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე  - „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“.

კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს.

19.07.2016

2016 წლის 11 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

12.03.2016

2016  წლის 24 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა „ღია კარის დღე“. ღონისძიება გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

24.02.2016