სიახლეები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

24.05.2017

2017 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი ღონისძიება - ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი“.

კონფერენციაზე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებისა და ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ წაკითხული იქნა მოხსენებები შემდეგ თემებზე:  

კონფერენციის გახსნა: პროფ. თენგიზ ირემაძე

დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი (შესავალი მოხსენება - პროფ. ლალი ზაქარაძე).

ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის საკითხი შალვა ნუცუბიძის სამეცნიერო გამოკვლევებში (მომხსენებელი: ნიკოლოზ კოპალეიშვილი).

ერნესტ ჰონიგმანის გამოკვლევის ერთი ნაწილის კონტრარგუმენტები (მომხსენებელი: ბესიკ მაშავა).

პეტრე იბერი - დიოფიზიტი ანუ წმინდა ეპისკოპოსი (მომხსენებელი: იღუმენი დიონისე გვიმრაძე).

დიონისე არეოპაგელი ძველქართულ აზროვნებაში (მომხსენებელი: დეკანოზი ნიკოლოზ კორძახია).