სიახლეები

სემინარი გ. ვ. ფ. ჰეგელის ესთეტიკის შესახებ

08.06.2017

2017 წლის 6-7 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა ჩაატარა სემინარი ჰეგელის ესთეტიკის შესახებ. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ჰეგელის ლექციები ესთეტიკის შესახებ, რომლებიც გერმანელი ფილოსოფოსის ბერლინურ პერიოდს განეკუთვნება. სემინარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.