სიახლეები

2017 წლის 21 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება თემაზე „რელიგიური განათლების პრობლემა სეკულარულ გარემოში (საჯარო სკოლების მაგალითზე)“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განიხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმატებული მაგალითები. შეხვედრას ეწრებოდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და განგრძობადი განათლების პროგრამის მონაწილეები.  

21.06.2017

2017 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. 

20.06.2017

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონის წარდგინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის იღუმენი დიონისე (გვიმრაძე) არქიმანდრიტის ხარისხში აღამაღლა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გულითადად ულოცავენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, აწ უკვე არქიმანდრიტ დიონისეს (გვიმრაძე) საქართველოს ეკლესიის წინაშე მის მიერ გაწეული ღვაწლის ესოდენ მაღალ შეფასებას და უსურვებენ წარმატებებს მის უმნიშვნელოვანეს სამომავლო მსახურებაში. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

14.06.2017

2017 წლის 6-7 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა ჩაატარა სემინარი ჰეგელის ესთეტიკის შესახებ. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ჰეგელის ლექციები ესთეტიკის შესახებ, რომლებიც გერმანელი ფილოსოფოსის ბერლინურ პერიოდს განეკუთვნება. სემინარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

07.06.2017

2017 წლის 5 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის ლექცია-მოხსენება თემაზე „ჰეგელის ესთეტიკა: ხელოვნების მეტაფიზიკა და ისტორია“. ლექციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს პროფ. შნაიდერსა და აუდიტორიას შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. 

05.06.2017

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

გულითადად გილოცავთ ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულებას და ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის უმაღლესი შეფასებით მოპოვებას! შემდგომშიც გისურვებთ წარმატებულ და პროდუქტიულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას!

უღრმესი სიყვარულითა და პატივისცემით,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია

02.06.2017

2017 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი ღონისძიება - ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი“.

24.05.2017

2017 წლის 15-24 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი მიწვეულია ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი). ვიზიტის ფარგლებში იგი ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციათა ციკლს პოლიტიკისა და სამართლის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ. 19 მაისს ასოც. პროფესორი ხუროშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკის საერთაშორისო აკადემიური კვირეულის პლენარულ სესიაშიც, სადაც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „რუსეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა: ევროპული უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“. 

15.05.2017

2017 წლის 9 მაისს, 13:00 საათზე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ლონდონის კონფლიქტებისა და სახელმწიფოებრიობის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ დენის სამუტის საჯარო ლექცია თემაზე:„სამხრეთ კავკასია მომდევნო ათწლეულში: ფრაგმენტაცია, ინტეგრაცია თუ იზოლაცია?“ მომხსენებელმა დეტალურად გააანალიზა სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება და საინტერესოდ წარმოაჩინა რეგიონის წინაშე არსებული რთული გამოწვევები.

დოქტორ დენის სამუტის ლექცია გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში. 

10.05.2017

2017 წლის 27 აპრილს, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კახიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სოციალური მედია და თანამედროვე საზოგადოება“. მოხსენება გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში. 

27.04.2017