აქტუალური მოვლენები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თავისუფლების იდეა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში“

04.09.2015

2015 წლის 3 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (საქართველოს საპატრიარქო), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

  „თავისუფლების იდეა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში“.

 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირებმა, ქ. ფოთის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ფოთის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა მოხსენებები:

 

  • ჰელმუტ შნაიდერი

„თავისუფლების ისტორია ჰეგელთან: თავისუფლების ანტიკური და ქრისტიანული გაგება“

  • გოჩა ბარნოვი

„ადამიანის თავისუფლება პატერიკულ ტრადიციაში“

  • დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი

„თავისუფლების იდეა წმ. ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და სწავლებაში“

  • ნოდარ ბელქანია

„თავისუფლების ცნობიერების წარმოშობა და თავისუფლების განცდა“

  • იოახიმ ფონ ვედელი

„გათავისუფლება, როგორც მეორედ მოსვლის ჩამანაცვლებელი“

  • ლალი ზაქარაძე

„თავისუფლება - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი“

  • დეკანოზი ლევან მათეშვილი

„ქრისტიანის თავისუფლების კონცეპტი მიწიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“

  • გიორგი თავაძე

„ფილოსოფოსი გამოქვაბულიდან: მერაბ მამარდაშვილი თავისუფლების შესახებ“

  • მიხეილ გოგატიშვილი

„აქსელ ჰონეტი: ინდივიდების ბრძოლა ურთიერთაღიარებისათვის და ინდივიდუალური თავისუფლების პათოლოგიები“

  • მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

„თავისუფლების მეტაფიზიკა იონა ხელაშვილის მიხედვით“

  • თენგიზ ირემაძე

„თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში“