აქტუალური მოვლენები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში"

30.11.2014

2014 წლის 28-29 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში".

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

კონფერენციის სამუშაო გეგმა:

კონფერენციის გახსნა - მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

 

  • პროფ. თენგიზ ირემაძე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი):

ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში“

  (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი)

 

  • პროფ. მაგდა მჭედლიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზანტინისტიკის ინსტიტუტი:

იოანე პეტრიწისა და ნიკოლოზ მეთონელის დიალოგი" პროკლეს ფილოსოფიის შესახებ“

 

  • პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიუნებურგის უნივერსიტეტი (გერმანია):

Friedrich Creuzer findet Joane Petrizi. Geschichte einer Entdeckung“

   [ფრიდრიხ კროიცერი „იპოვის" იოანე პეტრიწს. ერთი აღმოჩენის ისტორია],

მოხსენების თარგმანი შეასრულა ასისტ. - პროფესორმა გიორგი თავაძემ

 

  • მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია):

ჰუმანიზმის იდეები შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო სამართალში“

 

  • პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ამერიკული პოლიტიკური აზროვნების ცენტრის დირექტორი):

შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-იდეოლოგიური პარადიგმები“

 

  • პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი (გერმანია) /ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე):

„Wer ist Pseudo-Dionysios Areopagita? [ვინ არის ფსევდო-დიონისე არეოპაგელი?“ მოხსენებისა და დისკუსიის თარგმანი შეასრულა ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ

 

  • პროფ. ლალი ზაქარაძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის მეცნიერებათა განყოფილების გამგე):

დიონისე არეოპაგელის მისტიკური ღვთისმეტყველება და შუა საუკუნეების ქართული აზროვნება (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი)

 

  • მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი:

მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო“

 

  • დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი:

იოანე დამასკელი ქართულ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო ტრადიციაში“

 

  • გიორგი ხუროშვილი, ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი (პოზნანი/პოლონეთი):

პოლიტიკური აზროვნების კონცეფციები შუა საუკუნეების საქართველოში“

 (არსენ იყალთოელი და დავით აღმაშენებელი) - ონლაინ-ჩართვა განხორციელდა . პოზნანიდან

 

პლენარული მოხსენება

  • მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონი (იარაჯული), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი:

ისლამი თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში“