ბიბლიოთეკის შესახებ

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს მდიდარ საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ ლიტერატურას ქართულ და უცხოურ ენებზე (კანონიკური ტექსტები, წმინდა მამათა ნაშრომები, შუა საუკუნეების ქართველი და უცხოელი ავტორები, თანამედროვე მართლმადიდებელ თეოლოგთა თხზულებები, ფილოსოფიის ისტორიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები). კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება კავკასიის რეგიონში მოღვაწე ფილოსოფოსთა და თეოლოგთა პირადი წიგნადი ფონდებითა და კოლექციებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ცნობილი ქართველი დისიდენტი ფილოსოფოსისა და თეოლოგის გიორგი ცინცაძის ოჯახმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საარქივო მასალები, რომლებიც მოიცავს მის გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ სამეცნიერო ნაშრომებს და თარგმანებს.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აღუჭვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ბიბლიოთეკის ციფრული საცავი მოიცავს 15 000-მდე ელექტრონულ წიგნს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში.