News

2017 წლის 27-29 ივნისს, ცნობილი გერმანელი მეცნიერის, პროფ. ჰარტმუტ ლეპინის მიწვევითა და „გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემიის“ მიერ დაფინანსებული პროექტის („გვიანანტიკური ქრისტიანობის პოლიფონია“) ფარგლებში, ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე, რომელმაც გამართა სამეცნიერო კოლოკვიუმი თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში“. კოლოკვიუმის ფარგლებში პროფ. თენგიზ ირემაძემ წაიკითხა მოხსენება გვიანანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისების შესახებ, რომელმაც დამსწრე სამეცნიერო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენებების შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი და უაღრესად ნაყოფიერი დისკუსია გვიანანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული აზროვნების ურთიერთმიმართების შესახებ. პროფ. თენგიზ ირემაძე თავის მოხსენებაში შეეხო გვიანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლების (იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, ევაგრე პონტოელის, მაკარი მეგვიპტელის და ა.შ.) ქრისტიანულ კონცეფციებს და საგანგებოდ განიხილა მათი გავლენა შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის, კერძოდ კი, ქრისტიანული ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესში. მომხსენებლის აზრით, ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში დიდწილად სწორედ ამ მოაზროვნეთა ქრისტოლოგიური მოძღვრების მიხედვით უნდა იქნეს გაგებული. პროფ. ირემაძემ ასევე ისაუბრა მეუდაბნოე ბერთა საღვთისმეტყველო კონცეფციების ჭრილში ქართული ბერმონაზოვნური ტრადიციის ფილოსოფიური და სოციოლოგიური ანალიზის აუცილებლობის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, სამომავლო სამეცნიერო კვლევა-ძიების გადაუდებელ ამოცანად რჩება.

01.07.2017

2017 წლის 21 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება თემაზე „რელიგიური განათლების პრობლემა სეკულარულ გარემოში (საჯარო სკოლების მაგალითზე)“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განიხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმატებული მაგალითები. შეხვედრას ეწრებოდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და განგრძობადი განათლების პროგრამის მონაწილეები.  

21.06.2017

2017 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“. კონფერენციის მუშაობაში ერთად მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. 

20.06.2017

 

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონის წარდგინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის იღუმენი დიონისე (გვიმრაძე) არქიმანდრიტის ხარისხში აღამაღლა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გულითადად ულოცავენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, აწ უკვე არქიმანდრიტ დიონისეს (გვიმრაძე) საქართველოს ეკლესიის წინაშე მის მიერ გაწეული ღვაწლის ესოდენ მაღალ შეფასებას და უსურვებენ წარმატებებს მის უმნიშვნელოვანეს სამომავლო მსახურებაში. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

14.06.2017

2017 წლის 6-7 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა ჩაატარა სემინარი ჰეგელის ესთეტიკის შესახებ. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ჰეგელის ლექციები ესთეტიკის შესახებ, რომლებიც გერმანელი ფილოსოფოსის ბერლინურ პერიოდს განეკუთვნება. სემინარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

07.06.2017

On June 5, 2017 at the conference hall of the Archive of Caucasian Philosophy and Theology Prof. Helmut Schneider delivered a public lecture Hegel's Aesthetics: Metaphysics and History of Art. The lecture was delivered in the framework of the workshop dedicated to Hegel's Aesthetics and theory of art. 

05.06.2017

On May 23 Student Academic Conference "Dionysius the Areopagite and Peter the Iberian" was held at the conference hall of the Archive of Caucasian Philosophy and Theology. 

Speakers:

Opening speech - Prof. Dr. Tengiz Iremadze

Introductory speech (Prof. Dr. Lali Zakaradze) - Dionysius the Areopagite and Peter the Iberian

Nikoloz Kopaleishvili (graduate student, graduate program in Christian philosophy) - The Question of Identity of Pseudo-Dionysius the Areopagite and Peter the Iberian in the Works of Sh. Nutsubidze

Besik Mashava (graduate student, graduate program in Christian philosophy) - Some Counter-Arguments against Ernst Honigmann

Father Superior Dionise Gvimradze (graduate student, graduate program in Christian philosophy) - Peter the Iberian: Dyophysite Christian and a Holy Bishop

Archpriest Nikoloz Kordzakhia (graduate student, graduate program in Christian philosophy) - Dionysius the Areopagite in Medieval Georgian Thought

24.05.2017

2017 წლის 15-24 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი მიწვეულია ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი). ვიზიტის ფარგლებში იგი ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციათა ციკლს პოლიტიკისა და სამართლის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ. 19 მაისს ასოც. პროფესორი ხუროშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკის საერთაშორისო აკადემიური კვირეულის პლენარულ სესიაშიც, სადაც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „რუსეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა: ევროპული უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“. 

27.05.2017

On May 9, 2017, the Executive Director of the London Information Network on Conflicts and State-building, Dr. Dennis Sammut delivered a public lecture: South Caucasus in next decade: fragmentation, integration, or isolation? The speaker spoke extensively on the political situation in South Caucasus and challenges the region is facing.

The lecture was organized within the framework of continuing education program Christianity and Contemporary World

10.05.2017