For prospective students

MA Programme in Christian Psychology

რატომ ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა?

 

ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას, რომლებიც ქრისტიანული სააზროვნო პერსპექტივის საფუძველზე შეძლებენ, სიღრმისეულად გააანალიზონ თანამედროვე სამყაროს და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი კვლევის ადეკვატური მეთოდები გამოიყენონ. სამაგისტრო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ქრისტიანული ფილოსოფიის საკვანძო მომენტებსაც. ეს მათ საშუალებას მისცემს, ინტერდისციპლინურ ჭრილში გაიაზრონ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები.

 

მაღალი დონის პედაგოგები, სათანადოდ აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მეცნიერული ზრდისა და კარიერული განვითარების პერსპექტივა არის ის, რასაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

 

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ასევე ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებს შემდეგ საგნებში (ჩასაბარებელი საკითხების ნუსხა წინასწარ მიეწოდებათ კონკურში მონაწილეობის მსურველთ):

 

(ა) ქრისტიანობის საფუძვლები.

(ბ) უცხო ენა.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (4 სემესტრს). მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 120 ECTS კრედიტი.

 

დასაქმების პერსპექტივები:

 

ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ანუ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მაგისტრს შესაძლებლობა ექნება იმუშავოს სხვადასხვა განხრით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში. დასაქმების პრიორიტეტულ მიმართულებებად შეიძლება ჩაითვალოს:

 

  • საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სასულიერო სემინარიები და სკოლები;
  • ქრისტიანული ფსიქოლოგიის ლექტორი/მასწავლებელი;
  • ქრისტიანული ფსიქოლოგიის ექსპერტი;
  • რელიგიური საკითხების ანალიტიკოსი;
  • სამეცნიერო კარიერის გაგრძელება ფსიქოლოგიურ და საღვთისმეტყველო ცენტრებში;
  • ფსიქოლოგიური კონსულტირება და ფსიქოთერაპია;
  • მასობრივი მედია (ტელევიზია, პრესა და სხვ.) და საგამომცემლო საქმიანობა.

 

სწავლის გაგრძელების პერსპექტივა:

 

სწავლის დასრულების შემდეგ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მაგისტრებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა და აკადემიური მოღვაწეობა გააგრძელონ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების დოქტორანტურაში ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ქრისტიანული ფსიქოლოგიის/ფილოსოფიის, ქრისტიანული კულტურის და სხვ. მიმართულებით.

 

პროგრამის უპირატესობები:

 

  • ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინურ მეთოდოლოგიას ემყარება: სტუდენტები შეისწავლიან როგორც ქრისტიანული ფსიქოლოგიის საკვანძო საკითხებს, ასევე, კვლევის მეთოდოლოგიებსაც (ამ ასპექტზე სამაგისტრო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება გაკეთდება), რაც მათ უზრუნველყოფს შესატყვისი უნარ-ჩვევებით კონკურენტულ შრომის ბაზარზე;
  • ახალი საქართველოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს წარჩინებული მაგისტრანტების სამეცნიერო ნაშრომების დაფინანსებასა და გამოცემას;
  • პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის მიმართულებით;
  • სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაგეგმონ, წარმოადგინონ და უნივერსიტეტის ხელშეწყობით განახორციელონ თავიანთი კვლევითი პროექტები;
  • პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს შეეძლებათ სტაჟირება გაიარონ ევროპის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. მათ უცხოეთში მივლინებას და დაფინანსებას ნაწილობრივ უზრუნველყოფს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
  • პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ცოდნა ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით გაიღრმავონ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში და სწავლა განაგრძონ ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე.

 

სწავლის გადასახადი:

 

პროგრამის წლიური გადასახადი შეადგენს 2000 ლარს.

 

სამაგისტრო პროგრამის სრული საფასურია 4000 ლარი.