მიღების წესი

საბაკალავრო პროგრამა

  ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს პირი (მხოლოდ მამაკაცი), რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაცია, გაივლის წინასწარ რეგისტრაციას სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში დამატებით ჩააბარებს საუნივერსიტეტო გამოცდებს საგნებში: საქართველოს ისტორიასა და უცხო ენაში.

აბუტურიენტმა საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოსაპოვებლად საუნივერსიტეტო გამოცდებზე დაშვების თხოვნის შესახებ);

ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი მონაცემების აღრიცხვის ანკეტა;

გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილი ამონაბეჭდი, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულა;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მისივე დედნის წარდგენით - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა);

თ) ფერადი ფოტოსურათი (2 ცალი / 3X4-ზე), ელექტრონული ვერსიითურთ.

შიდა გამოცდები ტარდება ზეპირი ფორმით, საქართველოს ისტორიასა და უცხოენაში; 

თითოეული შიდა გამოცდა ფასდება 100-ქულიანი სისტემით.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ აბიტურიენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას.

საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის  შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე აბიტურიენტი არ დაიშვება.

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება მისაღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული  კვოტის შესაბამისად - მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ.

უნივერსიტეტის პირველი ხუთი აბიტურიენტი, რომლებიც უნივერსიტეტის თითოეულ შიდა გამოცდაში მიიღებენ შეფასების არანაკლებ 95 ქულას, პირველ სემესტრში თავისუფლდებიან სწავლის საფასურის გადახდისაგან და მათ შეუნარჩუნდებათ აღნიშნული შეღავათი ყოველი შემდგომი სემესტრის მაჩვენებლების შესაბამისად. წარმატებული სტუდენტების სწავლას დააფინანსებს უნივერსიტეტი; დანარჩენი თითოეული აბიტურიენტისათვის, რომლებიც ჩაირიცხებიან უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთიან სიაში, სწავლის საფასური განისაზღვრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებს, სტუდენტთა ერთიან სიაში ჩარიცხვის მიზნით, უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს განცხადება (სტუდენტთა ერთიან სიაში ჩარიცხვის თხოვნის შესახებ) შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების წარმოშობიდან -აკადემიური სემესტრის დაწყებამდე არაუმეტეს 3 სამუშაო დღით ადრე.

აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უნივერსიტეტსა და აბიტურიენტს  შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა დგება უნივერსიტეტის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და მისი გამოცემიდან 15 დღის ვადაში  იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.