მიღების წესი

მიღების წესი

  ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს პირი (მხოლოდ მამაკაცი), რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაცია, გაივლის წინასწარ რეგისტრაციას სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის  ზღვარის გადალახვის შემთხვევაში დამატებით ჩააბარებს საუნივერსიტეტო გამოცდებს საგნებში: საქართველოს ისტორიასა და უცხო ენაში.

აბუტურიენტმა საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

მიღების წესი

უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

 უნივერსიტეტში შემსვლელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით და გამოქვეყნებულია მისაღები გამოცდების პროგრამებთან ერთად.

 მაგისტრატურაში მიღების პროცედურა:

მიღების წესი

 უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

 დოქტორანტურაში მიღების პროცედურა:

 დოქტურანტურაში მიღება ცხადდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება ვებ გვერდით.