განცხადებები

განცხადებები

2017 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი იოს დოუმა. ელჩი დოუმა წაიკითხავს საჯარო ლექციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. 

განცხადებები

2017 წლის 15 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება საქართველოში ევროკავშირის მისიის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დოქტორ კაუპო კანდის მოხსენება. მომხსენებელი ისაუბრებს ევროკავშირის მისიის მანდატის შესახებ, მისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. 

განცხადებები

2017 წლის 21 თებერვალს, 16:00 საათზე, მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში გაიმართება ასოცირებული პროფესორის გიორგი თავაძის მოხსენება თემაზე: „Homo sovieticus: აზროვნების დეგრადირება საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები“.

განცხადებები

31 იანვარს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ჰეგელის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, რომელსაც გაუძღვება ჰეგელის ფილოსოფიის თვალსაჩინო მკვლევარი პროფ. ჰელმუტ შნაიდერი. 

განცხადებები

2016 წლის 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები გამართავენ პრეზენტაციას აშშ-ს მთავრობის მიერ შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამების შესახებ. 

განცხადებები

2016 წლის 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მოხსენებები.

განცხადებები

2016 წლის 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში გაიმართება პროფესორ ლალი ზაქარაძის მოხსენება თემაზე: „განათლება და ტოლერანტობა“.

განცხადებები

2016 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“.