განცხადებები

განცხადებები

2018 წლის 21 მაისს, 16:30 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო სექციის „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ მორგი ღონისძიება: კონფერენცია თემაზე „გრიგოლ ნოსელის ქრისტიანული ანთროპოლოგია“. 

განცხადებები

2018 წლის 8 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ. სემინარს გაუძღვება პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი. 

განცხადებები

25-26 აპრილს ასოცირებული პროფესორი გიორგი თავაძე ჩაატარებს სემინარს იმანუელ კანტის ნაშრომზე „მარადიული მშვიდობისაკენ“.

სემინარის დაწყების დრო: 11.00 სთ, მინი-საკონფერენციო დარბაზი ან შეხვედრების ოთახი

 

სემინარის გეგმა:

25 აპრილი

ნაშრომის შექმნის კონტექსტი

შესავალი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ

განმსაზღვრელი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ

პარალელები - თომას ჰობსი, ჟან-ჟაკ რუსო, თომას პეინი, თომას ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ჯეიმს მედისონი, ჯონ როლსი

ისტორიის ტელეოლოგისტური გაგება კანტთან

 

26 აპრილი

ფილოსოფიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება

საჯარო სივრცის მნიშვნელობა კანტთან

პოლიტიკისა და მორალის თავსებადობა/შეუთავსებლობა

მარადიული მშვიდობა - იდეალი თუ განუხორციელებელი უტოპია?

განცხადებები

21 აპრილს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოს საბა ინწკირველის საჯარო ლექცია თემაზე: "თანამედროვეობა და ეკლესია".

განცხადებები

27 მარტს, 20:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მონოგრაფიის - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ - პრეზენტაცია. 
 

განცხადებები

2018 წლის 21 მარტს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“.

განცხადებები

2018 წლის 15 თებერვალს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის, „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“, მორიგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ადრეული ეპოქის დიდ ქრისტიან მოაზროვნეს წმ. იუსტინე ფილოსოფოსს. 

განცხადებები

2018 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე „ეკლესია და სახელმწიფო“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

განცხადებები

2018 წლის 7 თებერვალს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის იოახიმ ფონ ვედელის პროფესორად ინაუგურაციის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფ. ვედელი წაიკითხავს საინაუგურაციო  მოხსენებას: „მითოსი პოლიტიკაში“. 

განცხადებები

2018 წლის 6 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო სემინარი კულტურის ფილოსოფიის შესახებ. სემინარს გაუძღვება პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი.