ახალგაზრდული ცენტრი

წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ერთეულს. მისი მიზნები და ამოცანებია: (1) კულტურისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირების უზრუნველყოფა; (2) კულტურულ-შემოქმედებითი და სასწავლო-სახელოვნებო საქმიანობა; (3) შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და კულტურული განვითარების საუნივერსიტეტო პოლიტიკის შემუშავება; (4) უნივერსიტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა მათი ნიჭისა და სურვილის გათვალისწინებით; (5) სტუდენტების ჰარმონიული განვითარებისა და სახელოვნებო სივრცეში მათი მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება; (6) საქართველოში ქართული ხალხური ფოლკლორის შენარჩუნებაზე, განმტკიცებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; (7) საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებების, უნივერსიადების ორგანიზება უნივერსიტეტის პერსონალში და სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად; (8) სპორტულ ღონისძიებებში ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო უნივერსიადებში მონაწილეობის მისაღებად მათთვის ხელშეწყობა; (9) გამაჯანსაღებელი და სპორტული ღონისძიებების მომზადება, სპორტული ბაზებისა და ინვენტარის მოწესრიგება, მაღალკვალიფიციური სპორტსმენებისთვის სპონსორების მოძიება და მათი საქმიანობის მაქსიმალური ხელშეწყობა.