სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის კვლევითი ცენტრი

წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ერთეულს. მისი ამოცანაა განათლების თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხიანი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა-სრულყოფა, მართლმადიდებლური სულიერი/კულტურული ფასეულობების პოპულარიზება და დაცვა. ცენტრის მთავარი მიზანია სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მიზნით აქტიური სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა: (1) სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის ჩართულობის ორგანიზება და შესაბამისი კვლევითი პროექტების უზრუნველყოფა; (2) საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სხვ. ღონისძიებების ორგანიზება. (3) მართლმადიდებლური სულიერი/კულტურული ფასეულობების დანერგვა ფართო საზოგადოებაში სხვადასხვა სასწავლო პროგრამის გზით და სიძველეთა მოძიების მიზნით თეორიულ-პრაქტიკული პროგრამების მომზადება და განხორციელება.