ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი

                             

ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის საქმიანობასაც წარმართავს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.

კლუბის მიზანია მეცნიერების პოპულარიზება, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოება ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი მართავს სამეცნიერო ღონისძიებებს (კონფერენციები, სემინარები, საჯარო მოხსენებები, მასტერ-კლასები), რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საჯაროდ წარმოადგინონ თავიანთი კვლევების შედეგები, დახვეწონ თავიანთი მეცნიერული უნარ-ჩვევები და აწარმოონ დისკუსია მეცნიერების აქტუალური პრობლემების შესახებ.

კლუბის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე წარმოდგენილი წარმატებული სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.

 

აქტივობები

 

სამეცნიერო სექცია - კავკასიური ფილოსოფიის პრობლემები (ხელმძღვანელი: პროფ. ლ. ზაქარაძე):

  • კონფერენცია „კავკასიური ფილოსოფიის აქტუალური საკითხები“ (12.02.2018). »»»»»

სამეცნიერო სექცია - ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. გ. ხუროშვილი):

  • კონფერენცია „გრიგოლ ნოსელის ქრისტიანული ანთროპოლოგია“ (21.05.2018). »»»»»
  • კონფერენცია „წმ. იუსტინე მოწამე და ფილოსოფოსი“ (05.02.2018). »»»»»
  • კონფერენცია „ნეტარი ავგუსტინე“ (18.12.2017). »»»»» 

ცალკეული ღონისძიებები:

  • კონფერენცია „დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი“ (23.05.2017). »»»»»
  • კონფერენცია „ქრისტიანული აზროვნება და თანამედროვეობა“ (29.11.2016). »»»»»