ნინო ძნელაძე

 

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2010 წელს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

1995 წლიდან არის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი.

1996 წლიდან არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი.  

1996 წლიდან არის ბათუმის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, 2014 წლიდან კი ამავე სასწავლებლის აკადემიური საბჭოს წევრი.

2011 წლიდან არის ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის მასწავლებელი.

1998 წლიდან მონაწილეობს ფიჭვნარის საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 

2010 წელს მონაწილოებდა მახოს არქეოლოგიურ ექსპედიციაში, 2013 წლიდან კი ხელმძღვანელობს მახვილაურის არქეოლოგიურ ექსპედიციას.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

სტატიები:

  • ტერაკოტები ფიჭვნარიდან, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, I, 20002. 
  • პოსტაფროდიტეს ჯგუფის ტერაკოტა ფიჭვნარიდან, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, III, 2005.
  • ძვ. წ. V ს მეორე ნახევრის გრაფიტოები ფიჭვნარიდან, ურბანიზმი შავიზღვისპირეთში არქაულსა და კლასიკურ ხანაში: Πόλις Ελληνίς და Πόλις βάρβαρον, შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის X საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, 2005 (ინგლისურ ენაზე).
  • დემეტრას კულტთან დაკავშირებული ტერაკოტული ფიგურები (ფიჭვნარსა და ციხისძირში აღმოჩენილი მასალის მიხედვით), ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, № 17-18, 2006. 
  • მიძღვნითი წარწერები ფიჭვნარიდან, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, IV, 2007.
  • ადრებიზანტიური ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთიდან (პეტრა–ციხისძირი, გონიო–აფსაროსი). ბიზანტინოლოგია - 2009.
  • ძვ. წ. მე-4 ს წითელფიგურული სკიფოსები სტრიგილებიანი ათლეტების გამოსახულებებით, „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები, II, 2010.
  • ატიკური მოხატული ვაზები ფიჭვნარის კოლხური სამაროვნიდან. საქართველოს უნივერსიტეტის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მასალები. 2010.
  • ბერძნული მოხატული კერამიკა ფიჭვნარიდან, ვ. ბერიძის სახელობის ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები (ინგლისურ ენაზე). 2010.
  • ფიჭვნარის ექსპედიციის 2012 წლის საველე კვლევა-ძიების ანგარიში. აჭარა - წარსული და თანამედროვეობა (სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრების ანგარიშების კრებული), 2013 (თანაავტორი).
  • ანოდოსის სცენები ფიჭვნარის ანტიკური ხანის მოხატულ კერამიკაზე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, V, 2013.
  • ფიჭვნარის ექსპედიციის 2013 წლის საველე კვლევა–ძიების ანგარიში. აჭარა - წარსული და თანამედროვეობა - 2 (თანაავტორი), იბეჭდება.
  • მახვილაურის ანტიკური ხანის სამაროვანზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევა–ძიების ანგარიში. აჭარა - წარსული და თანამედროვეობა - 2 (თანაავტორი), იბეჭდება.
  • ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული ბიზანტიური ოქროს მონეტები, ბიზანტინოლოგია - 4, (თანაავტორი), იბეჭდება
  • გრაფიტოები ფიჭვნარის კოლხური სამაროვნიდან. „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - II“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები, ნაწ. III, 2014.