მანანა სანაია

ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

1981 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის მიმართულებით.

1986 წელს, ასპირანტურის დასრულების შემდეგ, მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. საკანდიდატო თემის სათაური: „ვილჰელმ დილთაის ჰერმენევტიკული მეთოდის კრიტიკა“ (ხელმძღვანელი: აკადემიკოსი გურამ თევზაძე).

1996 წელს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.

2015 წლიდან იგი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.

კვლევის ინტერესები: ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, გერმანული და ფრანგული ექსისტენციალიზმი, ქართული ფილოსოფია.

 

გამოქვეყნებული ნაშრომები:

  1. „ვ. დილთაის ჰერმენევტიკის კრიტიკა“ – „ახალგაზრდა ფილოსოფთა პრობლემური სემინარის სესიის მასალები“, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1982, გვ. 83-93.
  2. „დროის დილთაისეული გაგების ექსისტენციალური კრიტიკის ანალიზი“ - „ახალგაზრდა ფილოსოფთა პრობლემური სემინარის სესიის მასალები“, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1984, გვ. 76-89.
  3. „დროის ცნება ვ. დილთაის ჰერმანევტიკაში“ – „მაცნე“ (ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია), თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, #3, 1984, გვ. 49-64.
  4. „ჰ. გ. გადამერის ჰერმენევტიკა და ვ. დილთაის მემკვიდრეობა“ – „ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები“ , თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1985, გვ. 17-27.
  5. „პიროვნების ცნება განწყობის თეორიაში და დილთაის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა“ - „ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები“ , თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1987, გვ. 161-172.
  6. „თეოდორ ჰერინგის გაგების ფილოსოფიის კრიტიკა“ - რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, თბილისი, 1987 (თეზისები), გვ. 65-68.
  7. „კარლ ოტო აპელი“ - თსუ 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, თბილისი, 1988 (თეზისები), გვ. 95-96.
  8. Обзор конференции – „Аристотелевские чтения'', „Философские науки“, #10, 1988, გვ. 115-116.
  9. „მარტინ ჰაიდეგერი ქართულ ენაზე“ – „საქართველოს კომუნისტი“, #12, 1989 (ქართულ და რუსულ ენებზე), გვ. 86-90.
  10. „თეოდორ ჰერინგის გაგების ფილოსოფიის კრიტიკა“ - თსუ შრომები, თბილისი, 1989, ფილოსოფიის სერია, გვ. 47-60.
  11. „ყოფიერება და დროდან“ „დრო და ყოფიერებისაკენ“ - მ. ჰაიდეგერის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1991, გვ. 37-43.
  12. „მსოფლმხედველობის მეცნიერულობა: შესაძლებელია თუ არა იგი?“ - მასალები საერთაშორისო კონფერენციისა: „მსოფლმხედველობა, რწმენა, ადამიანის ღირსება.“, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1991, გვ. 76-81.
  13. „არისტოტელური კითხვები“ (1987), (მიმოხილვა გერმანულ ენაზე) – „გეორგიკა“, #13/14, 1990/91, გვ 153-157.
  14. „მსოფლმხედველობის მეცნიერულობა: შესაძლებელია თუ არა იგი?“, „Politik -Religion – Menschenwürde“ Gießen, 1993 (გერმანულ ენაზე), გვ. 287-290.
  15. „მსოფლმხედველობის პრობლემა ვ. დილთაისთან და შ. ნუცუბიძის ალეთოლოგია“ - თსუ შრომები, ფილოსოფიის სერია, 1995, გვ. 98-106.
  16. „ადამიანის ადამიანთან ურთიერთობის საკითხი ჟ. პ. სარტრის ფენომენოლოგიურ ონტოლოგიაში“ - სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის შრომები, ტ. მე-3, 1998, გვ. 48-68.
  17. „თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემები ჟ. პ. სარტრის ფილოსოფიაში“ - სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის შრომები, ტ. მე-4, 1999, გვ. 50-74.
  18. „ჟ. პ. სარტრი ემოციათა შესახებ“ - სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის შრომები, ტ. მე-5, 2000, გვ. 63-76.
  19. „თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა ჟ. პ. სარტრის ექსისტენციალიზმის ჭრილში“ – „ორნატი“, #2, 2005, გვ. 102-106.
  20. „არაგულწრფელობის ცნება ჟ. პ. სარტრის ფილოსოფიაში“ - ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, 2010, გვ. 159-162.
  21.  მ. ჰაიდეგერი „დრო და ყოფიერება“ (თარგმანი), (მ. ჰაიდეგერი. „რა არის ეს - ფილოსოფია?“, თბილისი, 2014, გვ. 75-101).