დეკანოზი ლევან მათეშვილი

 

1992-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის  კომუნალური მშენებლობისა და მეურნეობის სპეციალობაზე.

2001-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. 2005-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასპირანტურაზე. 

2006 წლიდან არის თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის ლექტორი. ამავე წლიდან არის საბურთალოს პანთეონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 

2007–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე, 2009 წელს მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

2010 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა რელიგიის ფილოსოფიას. 

2010 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. 

2009 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული ასოცირებული პროფესორი, 2014 წლიდან კი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით. 

დეკანოზ ლევან მათეშვილის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქრისტიანული თეოლოგია, ეკლესიის ისტორია. 

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

წიგნები:

  • „შედარებითი ღვთისმეტყველება“ - სალექციო კურსი, გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2015;
  • „Проблемы объявления христианства государственной религией в Грузии“, გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი, 2013;
  • „Иберия в процессе христианизации ( I-IV вв)“,  გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი, 2012;
  • „იოანეს სახარება - სალექციო კურსი“, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2013;
  • „რომის პოლიტიკა ქრისტიანთა მიმართ (I-IV სს.)“, გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი", 2011;
  • „ქრისტიანობისა და წარმართული ცივილიზაციების ურთიერთმიმართების პრობლემები“, "ნეკერი", 2009;

სტატიები:

  • „ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი“, ექვთიმე თაყაიშვილი - 150, სამეცნიერო საიუბილეო კონფერენციის „გზა ერისკაცობიდან ღვთისკაცობამდე“ შრომები, თბილისი 2014;
  • „ქრისტიანობა და „არა კაც კლას“ მცნების იკონომია“, სამეცნიერო საისტორიო ჟურნალი "სვეტიცხოველი", # 1, 2014;
  • „ნათლობის გადადების პრაქტიკა ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში“, სამეცნიერო საისტორიო ჟურნალი "სვეტიცხოველი"# 1, 2014;
  • „ლაზეთის ეპარქიების ლოკალიზაციის საკითხისთვის IV-V სს“,.საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი“, # 27,2014;
  • „ანტიკური საგანმანათლებლო პარადიგმა და ადრეული ქრისტიანული ადაპტაცია“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი“, # 18. 2012;
  • „ქრისტიანები და თანამედროვე გამოწვევები“, სტატიების კრებული, გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი, 2012;
  • „საქართველოს ქრისტიანიზაციის პრობლემების საკითხისათვის“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი , # 13 2010;
  • „ქრისტიანული და ანტიკური მუსიკის ანთროპოლოგიისთვის“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, "ინტელექტუალი", # 8, 2009;
  • „ცივილიზაციათა გასაყარზე ეთნოსოციალური მეხსიერების ფორმირების საკითხისათვის“, სამეცნიერო საისტორიო ჟურნალი "სვეტიცხოველი", # 1, 2009;
  • „ანტიკური მხატვრობის ინტეგრაცია პირველ ქრისტიანულ გარემოში“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი“, # 8, 2009;
  • „კონსტანტინე დიდის 313 წლის მილანის ედიქტის საკითხისათვის“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი", # 8, 2009;
  • „პირველ ქრისტიანთა ყოფითი კულტურა - ტრაპეზი“, ბიბლიური და არქეოლოგიური კვლევის ამერიკულ-ქართული ინსტიტუტის ბიულეტენი, # 6, 2008;
  • „ქრისტიანობისა და წარმართული კულტების ურთიერთმიმართებისთვის“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "საისტორიო ძიებანი",VIII, IX, 2006;
  • „იესო ქრისტეს გარეგნობა ქრისტიანულ ლიტერატურაში“, "კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები.", XXII, 2005.