იოახიმ ფონ ვედელი

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 

დაიბადა 1968 წ. ჰაიდელბერგში (გერმანია). 1993 წელს მოიპოვა ვიურცბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 1995 წელს კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ) მოიპოვა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართალის მიმართულებით. 

2004 წელს ზიგენის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტრო დისერტაცია და მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2009-2011 წლებში ახორციელებდა პოსტ-სადოქტორო კვლევას (ეკონომიკური გეოგრაფია, პოლიტიკური მეცნიერება) სიოდერტიორნის უნივერსიტეტში (ჰუდინგე / სტოკჰოლმი, შვედეთი). 2013 წელს კი ვროცლავის უნივერსიტეტში (პოლონეთი) შეასრულა ჰაბილიტაცია პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით და მიიღო დოქტორ-ჰაბილიტუსის წოდება. 

2004 წელს იყო ლექტორი მადრასის ქრისტიანულ კოლეჯში (ინდოეთი)  და ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტში (სამხ. აფრიკა).

2005-2007 წლებში იყო ასისტენტი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (შჩეჩინის უნივერსიტეტი); ლექტორი იმანუელ კანტის უნივერსიტეტში (კალინინგრადი) და მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტში (ტაშკენტი).

2011-2013  წლებში იყო ლექტორი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში (ჯადავპურის უნივერსიტეტი, კალკუტა, ინდოეთი) და იოანე XXIII სემინარიაში (კინშასა).

2013-2017 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკური მეცნიერების თეორიისა და მეთოდოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი პოლიტიკური მეცნიერებისა და ევროპის კვლევების ინსტიტუტში, შჩეჩინის უნივერსიტეტში (პოლონეთი). 

2017 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი ადმინისტრირებისა და ეროვნული უსაფრთხოების ფაკულტეტზე იაკობ პარადისის უნივერსიტეტში (პოლონეთი). 

2018 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. 

იოახიმ ფონ ვედელის კვლევის სფეროებია: პოლიტიკური თეორია, რელიგიების ისტორია, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო პოლიტიკა. 

 

გამოქვეყნებული ნაშრომები (რჩეული):

  • Zur Entwicklung des deutschen parlamentarischen Zweikammersystems (Berlin 2011);
  • Frankreichs Rückkehr in die Kommandostruktur der NATO, S. 213-226 in: Reality of Politics, Nr. 1, 2010, editor: Instytut Politologii i Europejstyki, Uniwersytet Szczecinski;
  • Remediävalisierung II. Zur Programmatik der Europäischen Regionalpolitik, p. 389-396 in: Raumforschung und Raumordnung 68 (2010);
  • US drone attacks and Pakistani statehood, p. 11-25 in: Jadavpur Journal of International Relations, vol. 15, 2011;
  • Regionalisierung von Religion. Zu neueren Tendenzen in europäischem Islam und indischem Christentum, p. 53-65 in: Edith Franke, Katja Triplett (eds), Religion und Politik im gegenwärtigen Asien. Konvergenzen und Divergenzen. Berlin 2013;
  • Liberaldemokratische „politische Religion“?, p. 189-199 in: Renata Podgorzańska und Janusz Ruszkowski, eds, Teoria i praktyka polityki. Perspektywa szczecińskich politologow, Szczecin 2015.