;

წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მთავარ სამეცნიერო-სტრუქტურულ ერთეულს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ფორმირებასა და განვითარებას. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებსა და პერიოდულ გამოცემებს, ატარებს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. 

უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ით უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.